სოფიკო ჩიხრაძე





სარკე
მე ‘’ რომელიც ზღვას ჰგავს და მე ‘’, რომელიც სულაც არ ჰგავს ‘’ მე - . . . მელოდია, რომელიც მუდამ თან მსდევს, გასაკვირია დღეს ასე ჩუმად რატომ ჟღერს . . . ფიქრების ზღვა და წვიმის წვეთებად მოსული ისევ და ისევ ‘’ მე .ირგვლივ სარკეები, გრძნობებით ღრმად ჩაფლულნი . . . მაკვირვებს მხოლოდ ანარეკლი ჩემი, სარკის მიღმა დანახული.
და მაინც რატომ ?
ყოველ წერტილში სულისა ვხვდები უცნაურ სარკეს. მათ წინ დიდხანს ვჩერდები . . . ვუყურებ განა ? ან იქნებ თვითონ მიცქერს და ნანახს ანარეკლად მიქცევს.
წვიმის წვეთები-მეთქი, ვახსენე და ცრემლები აღმოჩნდა. სწორედ ის ცრემლები, სარკეებს მოუშორებელ ლაქად რომ დასტყობია. სასოწარკვეთილი მივვარდები ხან ერთს, ხანაც მეორეს. ვცდილობ, მტკივნეულ ლაქებად ჩამჯდარი ცრემლებისაგან გავწმინდო. იქნებ ამის შემდეგ შევძლო დანახვა სულისა, ‘’ ჩემი რომ ჰქვია . . .
და მაინც ლანდად მოჩანს უცხო პიროვნება მდგარი სარკის წინ. გაფართოებული თვალებითა და ოთხ ნაწილად დაყოფილი გულით. ალბათ, სწორედ ასეთა მე ‘’ , რომელიც ზღვას ჰგავს და მე ‘’ , რომელიც სულაც არ ჰგავს მე ‘’ – . დავიბენი, რამდენი შესძლებია-მეთქი სულის სარკეს, ვფიქრობდი დიდხანს. ვფიქრობდი და თან დავხეტიალობდი გარემოში, სადაც მუქი ლურჯი ფერი ძლივსღა ბჟუტავდა.
ვიყავი მარტო, სრულიად მარტო. გაცრეცილ ფერთა თამაშს ვუცქერდი მხოლოდ. ცოტაც და წვიმა დაიწყო. ის წვიმა, რომელიც ზღვად აქცევს ყველაფერს . . . ზღვა-სარკე მხიბლავს ! ამიტომაც ვფიქრობდი სარკის წინ, ზღვისფერ სამყაროზე, სარკეებით განათებულზე.
სარკეა სამყარო ანარეკლისა, შემოსილი უამრავი ფერითა და გრძნობით, იმ გრძნობით რომელიც მხოლოდ სარკის წინ ფეთქავს.
როგორც მელოდია მირბის ასე დრო. წამს არ გვიტოვებს ფიქრისთვის, წამს არ გვიტოვებს საკუთარი თავის შეცნობისთვის. მიდი და თან მიაქვს მოგონებებით სავსე სარკეები და მის მიღმა მცხოვრებნი ახლაც ვერ ხვდებიან, რა მომხდარა. სარკეა ალბათ თვით ცხოვრებაც სულისა. ჩემთვის სიშავთეთრით გაფერადებული, ზღვასავით ამოუცნობი.
PS :  სარკე უცნაური და ამოუცნობი, უამრავი ანარეკლითა და სიცოცხლის პატარა ნაპერწკლით.
   სარკე ცხოვრებისა . . .
   სარკე სულისა . . .
   სარკე, რომელიც არბათ ვიყავი მე ‘’ .


Комментариев нет:

Отправить комментарий