მარიამ შამათავა





აი ისევ დაიბადა კიდევ ერთი პატარა,

მან თავისი დაბადებით მშობლები გაახარა,
იზრდებოდა ეს პატარა ერთ ღარიბულ ოჯახში,
მას არ ქონდა სათამაშო იჯდა თავის ოთახში

სათამაშო,მეგობრები,კარგად ყოფნა სურდა,
უყურებდა სხვა ბავშვებს მაგრამ მას არ შურდა,
ის ფიქრობდა ,ოცნებობდა და უბრალოდ დუმდა,
ბნელ ოთახში ის ფიქრობდა და თავისთვის წუხდა.

აი ისიც გაიზარდა,გაიტაცა ქუჩამ.
აღარ სურდა არაფერი ქუჩა ბირჟა მუდამ,
მან გაიცნო გაიჩინა სულ ახალი ძმები,
შეიცვალა ცხოვრება და მისი ძველი წესი.

მას არ სწამდა აღარაფრის დიდი ღმერთის გარდა,

ის არ იყო ბედნიერი მაგრამ ღმერთის სწამდა
ლოცულობდა ბნელ ქუჩაში ის თავისთვის მარტო,
უფალს სთხოვდა გევედრები არ დამტოვო მარტო.

ის არ იყო ბედნიერი,მიყვებოდა ქუჩის გზებს ,
მიეჩვია ერთგულებას ენდობოდა თავოს ძმებს ,
ეჩვეოდა სიბნელეს და უჩივოდა თავის ბედს,
მაგრამ მაინც ყველაფრისთვის მადლობას უხდიდა ღმერთს.





    ნაცრისფერი

 ნაცრისფერი სამყარო,ნაცრისფერი ბაღები,

როგორც ადრე ძველებურად ნაცრისფერი სახლები,
ნაცრისფერი ყვავილი ნაცრისფერი ღრუბლები,
ნაცრისფერი როგორც ადრე ძველებური ღუმელი.

ნაცრისფერი ზეცა ირგვლივ,ნაცრისფერი ხავსები,
ნაცრისფერი ხე-ბუჩქები ნაცრისფერი ატმები,
ნაცრისფერი გარემო,კვლავ შეკრული წარბები,
ისევ ისე ძველებურად ნაცრისფერი კადრები.

ყველაფერი ნაცრისფერი ,არაფერი ფერადი,
ყველაფერი ჩამქრალი და არაფერი ელვადი,
ცა განატდა გამოცოცხლდა ახლა არის ფერადი
,ისევ გახდა ეს სამყარო ნათელი და ევადი

კვლავ ფერადი სამყარო,კვლავ ფერადი ბაღები ,
ახლა კვე ფერადი და კვლავ ნათელი სახლები,

კვლავ ფერადი ყვევილი,კვლავ ფერადი ღრუბლები,

კვლავ ლამაზი სამყარო და კვლავ ნათელი გულები.

კვლავ ნათელი ზეცა,ირგვლივ მწვანე ხავსები ,
კვლავ ლამაზი ხე ბუჩქები,კვლავ წიტელი ატმები,
კვლავ ფერადი გარემო ბედნიერი თვალები,
კვლავ ნათელი და ლამაზი სიყვარულის კადრები.



სამყარო


გინდა სამყარო განახო სრული ?
მაშინ მისმინე დამიგდე ყური
აი ქალი ზის არა აქ ფული
მას ხომ ბავშვი ყავს არა აქვს პური

იქ კაცი მიდის არა აქვს გული
მათ დაინახავს და იტყვის "ფუი"
ბავშვი წაიქცა,გახედავს "უი"
პატრონი არ ყავს ?ადევნეთ ყური

მგელი კრავს ეცა,გააძრო ტყავი
იმ ბიჭმა ქათამს წააძრო თავი,
ძაღლი გაცოფდა და გახდა ავი,
ბავშვს ფეხში ეცა მოგლიჯა ტყავი

აგერ წიწილა ქორმა დაგლიჯა,
დაჭრილი შველი ლომმა დაფლითა
ამ ცხოვრებაზე პორტი გაგიჟდა
გაბრაზებულმა ლექსი დაფლითა

ბუზი ობობას ქსელში ჩაება
კურდღელიც ბავშვის ხაფანგში გაება,
იქ სვავი ლეშის ჭამაში ჩაება
აქ გოგო ბიჭის ხაფანგში გაება

აქ ბიჭი ქუჩურ ცხოვრებას აყვა,
და მოსაპარად მეგობარს გაყვა
იქ ჩხუბი ატყდა ძმაკაცებს წაყვა
ხელში ეჭირა კასტეტი ჯაყვა

აი ეს არის სამყარო ბნელი,
ცხოვრება ასე ოდითგან ძველი,
გაშავებული ეს მწვანე ველი,
მაგრამ რას ვიზავ,ვერაფერს ვშველი.






                                      სამშობლო

ჩავთვალოთ რომ ეს ცხოვრება სულ უბრალო თამაშია
ეს ქვეყანაც ამ თამაშის ერთი დიდი ადგილია,
თამაშის დროს ყველა ცდილობს გაიმარჯვოს ადვილად,
გამარჯვება შეუძლია დიდ გუნდს მართლაც მარტივად.

ჩემო ხალხო მეგობრებო შევიკრიბოთ დიდ გუნდად
ერთად წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი დიდ ლულად,
მტერი ჩვენს ერს შემოუტევს ომში არის ჩართული
მოდით ხალხო ჩავუტაროთ გაკვეთილი ქართული.

მინდა კვლავ რომ ბრწყინავდეს საქართველოს მთა-ველი,
მე მინდა რომ მუდამ იყოს ეს ქვეყანა ნათელი,
როცა ერთად ვიქნებით ყველა კუთხის ქართველი,
მხოლოდ მაშინ აინთება გამარჯვების სანთელი.




დედას

ცხრა თვე ლამაზი მუცლით გატარა
მერე გშობა და მთვარეს გადარა
შენ მისთვის გახდი პირველი პატარა
ლამაზი არსება მზეს რომ შეგადარა

მან შენთვის იწვალა ეს გრძე; ცხრა თვე
მან შენ დაგბადა გაგხადა მტკიცე
როგორც არწივმა თავისი მართვე
რომ შთააგონა მას ეს სიმტკიცე.

დედაზე ტკბილი მინდა რომ გითხრა
ამ ქვეყნად მართლაც არაფერია
მან ერთი სიტყვა გულით რომ გითხრას
მის მეტი შვება ვერაფერია

მისი რჩევები და დარიგება,
მართლაც ხომ სწორი და მართალია
მისი სიტყვები ,კოცნა,დარიგება
მართლაც ხომ ტკბილი და ალალია.

ის  არის მართლაც ის ერთადერთი
რომლის ნდობაც რომ მუდამ გექნება
ის არის ერთი მხოლო ის ერთი
ვისიც ამ ქვეყნად გული გერქმევა

ის შენთვის მართლაც ყველაფერს იზამს
დაგეხმარება ყველა საქმეში
ის არ გაგწირავს ცუდს არას იზამს
დედა სწორია ყველა საქმეში

გთხოვთ დააფასოთ დედის ამაგი
მართალი უთქვამთ იმ ჩვენ წინაპრებს
ხელის გულზე რომ კვერცხი შეიწვა
ვერ დააფასებ მაინც ვერაფერს

როდესაც გოგო გახდება დედა
მაშინ მიხვდება თუ რა გრძნობაა
როდესაც შვილი გიწოდებ "დედას"

და ამ სიტყვებში წრფელი ნდობაა.





              მე რომ მოვკვდები


მე რომ მოვკვდები,ერთი თხოვნა მაქვს
რომ გულზე ცრემლი არ დამაფრქვიოთ
უბრალოდ მოდით,დამხედეთ ერთი
და ბოლო გზაზე გთხოვთ გამაცილოთ

რომ შემომხედავთ,გთხოვთ გაიღიმეთ
არ მინდა მე რომ ვინმემ მიტიროს,
შემომხედეთ და გთხოვთ გაიღიმეთ
იქნებ ავდგე და მეც გავიღიმო.

იქნებ ჩაგხედოთ ლამაზ თვალებში
და იქნებ სევდა მე თქვენ გაგიქროთ,
იქნებ ჩაგიკრათ ისევ გულებში
და თვალზე ცრემლი იქნებ შეგიშროთ

მაგრამ თუკი ეს ასე არ აღმოჩნდა
გთხოვთ გაიღიმეთ,აღარ იტიროთ,
მერე რა მოხდა,გარდავიცვალე,
ვინ არ მომკვდარა,თქვენ არ იდარდოთ

მაგრამ ერთსა გთხოვთ,ნუ დამივიწყებთ,
გთხოვთ მაარსებეთ მაგ თქვენს გულებში
გთხოვთ გაიხსენეთ,რომ მე ვიცოცხლე,
და ჩაგიკარით ადრე გულებში.

მე აღარა გთხოვთ მეტს აღარაფერს,
აწი თქვენ იცით რას როგორ იზავთ
გეტყვით "მიყვარხართ",სხვა აღარაფერს
და იცოდეთ,რომ ჩემს გულში ზიხართ




2 комментария: