თორნიკე ჯანიშვილი





***

არც ისე შორს ხარ
 მოგიახლოვდი
გუშინ დავთვერი
ვბოდიალობდი
მთვრალი ვფიქრობდი
ჩემზე და შენზე
პირველ კოცნაზე
და უფრო მეტზე...
 წაიღე რაც მაქვს
 მე შენზე მეტი
 ის არ წაიღო
რაც მაქვს ზედმეტი
ბედნიერი ხარ
და შენებური
არ დამინგრიო
აშენებული
 მე ყოფა ხვეწნა
 მომიახლოვდი
გუშინ დავთვერი

ვბოდიალობდი...


***

მონატრებამ გადამრია
ამირია გზა,კვალი
ვეღარ ვიგებ სად რა გდია
 ქვეშ გამიჩნდა ნაპრალი
ლექსს კი დავწერ
მაგრამ მერე?
 ამ ნაჯღაბნებს
 რა აზრი აქვს
ვცდილობ მაგრამ
 ვერ დაგკერე
თვალწინ ისევ ის კადრი მაქვს
 როცა ვცდილობ
გითხრა ჩემი
მაგრამ მორცხვად
თავს დაბლა ვხრი
გზას განაგრძობს ჩემი გემი
გეზს არასდროს
არ გადავხრი
დადგება დრო
პასუხს გამცემ
შეკთხვაზე მე რომ მიყვარს
 სათანადო პატივს არ მცემ
 ჩემს გრძნობას ვინ აღარ იხმარს
მომისმინე ჩემო დაო
მიყვარხარ თქო გითხარი
ბევრი რომ არ ვიბლატაო
შენც იგივე მითხარი.

***
ჩემი შემწუხებელი ქარია
 თმებს მიჩეჩავს და სახეს არ აჩენს
 წვიმა კი თავგადასავალია
ყველას ჯობს წვიმა,ყველას დანარჩენს
სეირნობა ან სირბილი ჩქარი
რა ჯობს წვიმაში სულ სველი ყოფნას
აბა რა არის უხეში ქარი?
 არც დაკვრას გაცდის და აღარც კოცნას
ღია ფანჯრიდან ყურება წვიმის
მერე ფინჯანი ჩაი გაგათბობს
შენს გვერძე მდგომი ახლა იღიმის
მისი ღიმილიც ამ დროს გაგართობს
რომანტიული ალბათ მე არ ვარ
რომანტიული არც წვიმა არის
 წვიმისთვის მე ხომ ყოველთვის მზადვარ
დედაც ვატირე უხეში ქარის...
 ბოლო სართულზე წვიმა ძლიერი
როცა წვეთები სახურავს ესხმის
 ოდნავ ცივი და ცოტა ხნიერი წვიმის ხმა
მე ხომ ყოველთვის მესმის
შენ ცუდო ქარო რას დაემსგავსე
 ნეტავ იწვიმოს ოცნება ახდეს
სხვა რაღა მინდა თუ მოხდა ასე
ჩემი გოგონა სულ ჩემი გახდეს...
რა შემიძლია რომ მე შევცვალო?
ცას ვერ მივწვდები ჩემი ხელებით
 რომ ვარსკვლავები ფულზე გავცვალო
ვერც შენ შეგაბამ ბევრი ფერებით...


Комментариев нет:

Отправить комментарий