დათო კეკელია






მოულოდნელობის ეგექტი

ერთი ქერა თმიანი გოგონა შევამჩნიე,
აშკარაა ის გოგო რო თვალში ჩამივარდა,
დიდი ხანი ველოდე მომენტი ავარჩიე,
იმანაც შემომხედა და თავში ამივარდა.
მერე ახლოს მივედი,
რა აღარ შევთავაზე,
გულში მქონდა იმედი,
დავითანხმე ყავაზე.
დრო ბაასში გავლიეთ,
თავი ძლივსღა გამქონდა,
ცოტა ყავა დავლიეთ,
ბევრი ფული სად მქონდა.
უცებ თქვა ნამცხვარი მსურსო,
რა ვუთხარი კაცის გულსო.
რა ეღირება ნამცხვარი? 5 ლარი ან 10-ი,
მიმტანმა თანხა რომ მითხრა მოვიხსენი საათი.
ასე ვიტანჯე მთელი დღე ტვინს ძალა არ ეტანება,
იმედია ამ ყველაფრის მერე მელის ნეტარება.
ჩემს ქუჩისკენ ჩავიყვანე, მერე სახლში ავიყვანე,
დრო სიცილში გავიყვანე, საწოლისკენ წავიყვანე.
უცებ ცივი წყალი მთხოვა, გენაცვალე მაცივარო,
საქმე, საქმეზე რო მიდგა მერე მითხრა კაცივარო !!!

ქრთამმა ქრთამი მოქრთამა

ფერი ფერში გავარტყი,
 გულმა აღარ გამიშვა,
 დასარტყმელსაც დავარტყი,
ჩასაშვებმა ჩამიშვა.
 დამჭერავი დამიჭერს,
 სამართალი მამართლებს,
ყელზე ნეტავ რა მიჭერს ?!
კანონი გამამართლებს.
 მომჩივარი მოვიდა,
 შეიტანა სარჩელი,
მოსამართლედ პირუტყვი,
ნაძირალა დამისვეს,
ციხე აღარ ეკმარათ,
 მოითხოვეს კარცერი,
 ამით მათ ჩემს ცხოვრებას
 შავი ხაზი გაუსვეს.
 სასამართლო დაიწყო,
 აღარა მაქ ხალისი,
ყველაფერი ჩაიწყო,
ფულმა იცის თავისი.
ქრთამმა ქრთამი მოქრთამა,
კაცი ძაღლთან მაკაცეს,
დარბაზში არის დრამა,
მომიტანენ საკაცეს.
 არ მჭირდება არავის
 მე ზედმეტი ფერება,
მოსამართლეს ფულები
ყველა მხრიდან ატენეთ,
მე ციხიდან გამოვალ
რაღაცა მეშველება,
თქვენ კი სინდის რა უზამთ?
კანონი რომ გათელეთ.
 ნაძირალას გულისთის
ციხეში ჩამაყუდეთ,
მთელი 11 წელი
კედელთან ამაყუდეთ.
ამდროს მკლელმა არ იცის,
რომელი ჯემი ჭამოს
ქლიავის თუ შინდისი?
 ნუთუ სულ არ გაწუხებთ
ოდნავ მაიცნ სინდისი.
 მე განვაგრძობ ცხოვრებას,
ციხეში შენაძენი სენები შემაწუხებს,
თქვენკი ალბათ კვლავ ისევ
დაიბინდავთ გონებას,
 თანაც მთელი ცხოვრება
 ეს ფაქტი შეგაწუხებთ.
11 წლის მანძილზე
 ციხეში მე მივიღე სულიერი სასუქი,
ხოლო შემდეგ კიტხვაზეც
გავეცი მე პასუხი.
 უცებ მივხვდი უეცრად,
იცით ყელში რა მიჭერს?!
ცხოვრებაში ასეთი

პირუტყვი რომ დაგიჭერს.

1 комментарий: