ნუცი მეტრეველი








***
გინდა უცბად შევთხზა ლექსი?! დაგიხატო ზღაპრად და გადმოვცე ემოცია,იდუმალი კვლავაც, გინდა უცბად დაგიხატო ლამაზ ფერთა გამა?მოკაშკაშე,მოელვარე სიხარულის ხანა. მე დავხატავ გასაღებებს ვიოლინოს,ბანის შენ კი ნოტებს მიუჩინე ადგილები თავის და კვლავ შევქმნათ მელოდია როგორც ადრე,მაშინ აკორდები,ჰარმონია მაჟრიალებს ტანში. რა ძალა აქვს ამ მუსიკას,ანდაც თუნდაც ლექსის წერას,რა კარგია თვით ჯოკონდას იდუმალი მზერა, უნდა წერო,უნდა ხატო,უნდა შექმნა ახალი,ეს ცხოვრება თამაშია,უნდა იყო მაგარი!



"საქართველო" ომია დიდი ომია, ყველა ტირის და კვდება ეჰ,საქართველოვ საწყალო შენი დრო როდის დგება?! მაგრამ იცოდე ყოველთვის შენ პირველი ხარ ყველგან შენი ძლიერი მკლავები არასდროს დაიღლება!


"წმინდა მარიამი" წმინდა მარიამ ღვთისმშობელმა იესო ასწია ხელით, და მთელი გულით დალოცა საქართველოს მთა და ველი!


"ჩვენი გმირები" რამდენი გმირი გვყოლია, რამდენი მუხლჩაუხრელი, რამდენი ტანჯვა უნახავთ რამდენი სისხლი ულევი, ბოლოს ხომ მაინც ვიმარჯვებთ მუხლს ვიდრეკთ უფლის წინაშე, ბოლოს ხომ მაინც წარმოვთქვამთ ამ სიტყვებს: "ჩვენ გავიმარჯვეთ!"


*** თამბაქოს კვამლში ახვევდა გრძნობებს, ვინტის კაიფში ნამყოფი ბიჭი, ეჩვენებოდა ცხოვრება მცირე და საოცარი გრძნობების ჩრდილში, ცხოვრება როგორც გრძელი ზღაპარი რა მშვენიერად ელანდებოდა და სარკმელიდან ნახევარმთვარესნაზი ღიმილით ეფერებოდა...





"მუზა" სად გაქრი ჩემო ერთგულო მუზავ, ვის გაეკიდე შენ იალქნებით,დამიბრუნდები ერთგულო მუზავ მაგრამ სადაა ტკბილი აზრები, უფრო ბერდება ბებერი მუხა,უკვე გაზაფხულს,ზაფხული შეცვლის,მაგრამ ვერასდროს აგიხსნი მუზავ,სად გაიფანტა ჩემი აზრები.


"აფხაზეთის მონატრება" მე შენს მიწაზე ფეხს ვეღარ ვადგამ მე ვეღარ ვხედავ შენს ცისფერ თვალებს,ვეღარ დავრბივარ შენს ნაპირებზე,ვეღარ ვეშვები შენს ლურჯ ტალღებზე,შენი თვალები ცრემლიანია,ცისფერ თვალებში მე ვხედავ დარდებს!..


"იქნება მარად" ვწუხვარ ვტირი საქართველოს ბედზე მენატრება ძველი დიდება, აიმაღლებს ფესვებს როგორც ძველად საქართველო მარად იქნება!


*** და გაფრინდება ბავშვობის წლები,ვერც კი შევამჩნევთ საიდან როგორ კვლავ გავიხსენებთ საოცარ დღეებს მოგონებები დაგვრჩება მხოლოდ, რა ტკბილი არის ბავშვობის წლები და მტკინვეული მათი დაკარგვა, მოდით ჩვენ ყველამ ჩავკიდოთ ხელი და მოვეფეროთ საოცარ ზღაპარს,ყველა ზღაპარს აქვს ეს დასასრული, ზოგი ტკბილია ზოგიც კი არა,ჩვენს ზღაპარს ახლავს თან სინანული,მოგონებები ტკბილია კვლავაც.


1989 წლის 9 აპრილი...აგერ უკვე 25 წელი გავიდა იმ ავადსახსენებელი დღიდან რომელმაც ქართველი პატრიოტი მამულიშვილების სიცოცხლე ზვარაკად შეიწირა.ეს სწორედ ის თარიღია რომლის გაგონებისას ქართველთა გულებში სევდა და ტკივილი ბატონდება,ტკივილი რომელიც დაუცხრომელია ქართველთათვის და საქართველოსათვის..9აპრილი საქართველოს იარაა...9აპრილი სისხლის ცრემლებით შეღებილი დღეა...9აპრილი დღეა რომელიც არასოდეს მიეცემა დავიწყებას. 25 წლის წინ ქართველთ თვალი აეხილათ და დაინახეს ჭეშმარიტება რომელიც ს.ს.რ.კ.-დან გამოყოფაში და ბედნიერი,თავისუფალი,დამოუკიდებელი საქართველოს შენებაში მდგომარეობდა!შეიარაღებული რუსი ბოლშევიკები კი დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ პატრიოტ ქართველებს თავს დაესხნენ და 21 ქართველი მამულიშვილის სიცოცხლე შეიწირეს."საქართველოვ შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!" მაგრამ რავუყოთ რომ ასე მოხდა...მტრის ბოროტმა ხელმა შემუსრა "გმირი" ქართველების სიცოცხლე... 9 აპრილი დღეა რომელიც არასოდეს იქცევა უბრალო მოგონებად..დღეს ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და ვცდილობთ დღითიდღე ვაშენოთ საფიცარი მამული,დღეს ჩვენ ყველანი ერთად დამოუკიდებელ საქართველოს წარმოვადგენთ! 25წლის წინ,მე არ ვიყავი მოვლინებული ამ ქვეყანას,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე ნაკლებად მტკივა ან ნაკლებად ვგრძნობ ამ დღეს..ეს თარიღი ჩემი სამშობლოს და ჩემი მოძმე ქართველების მოუშუშებელ იარად იქცა.მე მტკივა 9აპრილი,დღე რომელიც არასოდეს მიეცემა დავიწყებას!..
* * * მე ქართველი ვარ,დიახ და საქართველო მტკივა, მე მტკივა აფხაზეთი და სამაჩაბლოს მიწა, მე მშვენიერი მიწა,ჩემი სამშობლო მტკივა და საქართველოს შვილი დავმწუხრებულვარ დიდად. მე მიცხოვრია მხოლოდ ჩემს კავკასიურ მთებში, ჩემი სამშობლო მიწა, ჩემი ხატია,ჩემი. ვნანობ დაკარგულ წუთებს, ვიცი დავკარგეთ ბევრი, გავა დრო დავიბრუნებთ, სხვას არ შერჩება ჩვენი, ვხედავ,მაწუხებს აწმყო მაგრამ იმედით ვიცდი, ჩემი სამშობლო მალე, გამთლიანდება ვიცი!!

1 комментарий:

  1. ნუცა, ძალიან ჭკვიანი ხარ. წინ დიდი წარმატება გელის. დარწმუნებული ვარ, მომავალში ძალიან ვიამაყებ, ცოტა ხნით ჩემი მოსწავლეც რომ იყავი...

    ОтветитьУдалить